ცნობიერების ამაღლება და ქველმოქმედება
ბერი ანდრიას ტრენინგ ცენტრი „ემ ეი თი სი“ და საექთნო ასოციაცია „ნუმანესთან“ ერთად 2023 წლიდან ვახორციელებთ სოციალურ პროექტს ტრენინგს „სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი“.
ერთობლივად დაგეგმილი ტრენინგი, ემსახურება ცნობიერების ამაღლებას და ამავდროულად ქველმოქმედებას. „სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი“ ტარდება როგორც ბერი ანდრიას ფონდის ტრენინგ ცენტრში ასევე სასურველ ლოკაციაზე მედპერსონალისთვის და არამედპერსონალისთვის.
2025 წლის განმავლობაში „სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმის“ კურსი 700-ზე მეტმა მედპერსონალმა და არამეტპერსონალმა გაიარა.
აღნიშნული სოციალური პროექტიდან შემოსული თანხა ირიცხება, ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო, ფონდში სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.