ჩვენს შესახებ

„ემ ეი თი სი“ ბერი ანდრიას სახელობის საქველმომქედო ფონდის სასწავლო ცენტრია, რომლის მისიაა ფონდის ფინანსური გაძლიერება.
სასწავლო ცენტრი 2019 წლიდან ფუნქციონირებს და მოწვეული კვალიფიციური ტრენერების ჩართულობით ვქმნით სხვადასხვა სასწავლო კურსებს.
ჩვენი მიზანია ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების მიწოდება ყველასთვის, ვისაც სურს განვითარება.

გთავაზობთ თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს, რომელიც დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში.
„ემ ეი თი სი“ წარმოდგენილია ბერი ანდრიას ფონდის „ბედნიერ სახლში“ თანამედროვე ტრენინგ სივრცით, რომელიც გათვლილია 15-20 ადამიანზე და 80 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზით.

ჩვენი სასწავლო ცენტრის არჩევით თქვენ შეიძენთ ცოდნას და ამავე დროს გახდებით ქველმოქმედი, რადგან შემოსული თანხა ირიცხება ბერი ანდრიას ფონდში, სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ

მაღალი ხარისხი

სასურველი ტრენინგის ორგანიზება უმაღლეს დონეზე

ქველმოქმედება

ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ ეხმარებით ბერი ანდრიას ფონდის ბავშვებს

ყველგან სადაც საქართველოა

სასურველი ტრენინგის ორგანიზება სასურველ ლოკაციაზე

სრული სერვისი

საჭიროების სემთხვევაში ადგილზე ისარგებლებთ ქეითერინგის მომსახურებით